საბერძნეთში, ათენის მახლობლად პოპულარულ კურორტებზე ხანძარი მძვინვარებს. დაიღუპა 50 ადამიანი, დაშავდა ასზე მეტი. დაშავებულებს შორის 16 ბავშვია.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ძლიერი სიცხის გამო ტყეში გაჩნდა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით გავრცელდა. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. ცეცხლს ასობით მეხანძრე ებრძვის.
ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს. საბერძნეთმა დახმარებას სხვა ქვეყნებს სთხოვა. თვითმფრინავები და სპეციალური ტექნიკა უკვე გაგზავნეს იტალიამ, პოლონეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა და ესპანეთმა.