უბედური შემთხვევა

მესტიაში, რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგ, უკრაინელი ტურისტის ცხედარი ამოიტანეს [video]

მესტიაში, თეთნულდზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-მაშველებმა ​დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედარი ამოიტანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ​რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად, სამაშველო ვერტმფრენი, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვერ ახერხებდა შემთხვევის ადგილზე მისვლას.

"​ზღვის დონიდან 4200 მ-ზე, მწვერვალ თეთნულდზე მე-5 დღეა არის თოვლი, ნისლი და ქარი, რაც შეუძლებელს ხდიდა ვერტმფრენის სამაშველო ოპერაციაში ჩართვას. ურთულესი რელიეფისა და ზვავსაშიშროების გამო შეუძლებელია სამაშველო ჯგუფის გადაადგილებაც. სამაშველო ოპერაციაში ცოცხალი ძალის ჩართვის შემთხვევაში, სერიოზული საფრთხის ქვეშ დგება სამთო-მაშველების სიცოცხლე" - აცხადებდა სამსახური გუშინ, 23 ივლისს.

თითქმის ერთი კვირის წინ, ტურისტთა 8-კაციანი ჯგუფი, თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე​ იმყოფებოდა, როდესაც 2 ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა. ისინი ხევში გადაიჩეხნენ. 18 ივლისს სამთო-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ერთი უკრაინელი ტურისტის უვნებლად გამოყვანა შეძლეს, თუმცა მათი თქმით, ამინდის გაუარესების გამო, სამაშველო ოპერაცია ვერ გააგრძელეს. 

კომენტარები