თბილისის ქუჩები, რომლებსაც 25 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

Reuters

ხვალ, 25 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, ნინოშვილის, კიტა აბაშიძის, კლდიაშვილის და ჩუბინაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელი დიღმის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირის, ჯანო ბაგრატიონის, ტაშკენტის და შალვა ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიაშვილის, თერგის, გალის, კეკელიძის, უმიკაშვილის და ბარნოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კედიას, თევდორე მღვდლის, ცემის, ევდოშვილის, ზუგდიდის და სოხუმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის და კოჯრის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ჩოლოყაშვილის I კვარტლის, აბრამიშვილის, ჯავადის, ბაჟანის, მეგობრობის, უორდროპის, იუნკერთა, დოდაშვილის, ჩკალოვის და ლობჟანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები