ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი: კვირიკაშვილს აღარ შეეძლო მართვა

0 კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების 11 მაისის ყრილობაზე ფოტო: ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" გიორგი კვირიკაშვილის წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

ივანიშვილის თქმით, კვირიკაშვილის მართვის მეთოდების პრობლემები გუნდზე აისახებოდა.

"კვირიკაშვილთან შეხვედრაზე რაც მოხდა ამის დაწვრილებით ახსნა ცოტა რთული იქნება, თუმცა ზოგადად მოვახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომელსაც მართლა აინტერესებს კვირიკაშვილის წასვლის მიზეზები. გადადგომის მიზეზი იყო ის, რომ მას აღარ შეეძლო მართვა, ასე მოკლედ რომ ვთქვათ და მართვის ის მეთოდები, რომლებსაც კვირიკაშვილი იყენებდა არ იყო ეფექტური. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა გუნდურ მმართველობას, რაც აუცილებელია ზოგადად მართვაში და მითუმეტეს პატარა ქვეყნის და ჩვენი გუნდის შემთხვევაში. პარლამენტი პრაქტიკულად ჩახსნილი იყო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ მონაწილეობდა, მთავრობაშიც მას ყავდა მეგობრები და ამაში ცუდი არაფერი არ არის პრინციპში, მაგრამ ის რომ მთავრობაშიც ვერ ხერხდებოდა ძალიან ხშირად პრინციპული საკითხების განხილვა და შეჯერება და ძირითადად, ორ კაცთან ქუმსიშვილთან და ალავიძესთან ახერხებდა ის გადაწყვეტილებების შეთანხმებას და ზოგიერთი დაგვიანებული გადაწყვეტილება მყისიერად მოდიოდა, მოუმზადებლად შემოდიოდა საზოგადოებაში, გუნდის მზაობა არ შეიმჩნეოდა, მითუმეტეს პარლამენტის." - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები