პაკისტანი

პაკისტანის საარჩევნო უბანზე ISIS-ის ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაღუპულია 29 ადამიანი

Reuters

პაკისტანში, ბელუჯისტანი პროვინციის ქალაქ კვეტას ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაიღუპა 29 ადამიანი, დაშავდა 35.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

შეგახსენებთ, რომ პაკისტანში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე 371,000 სამხედროა მობილიზებული.

მიმდინარე თვის დასაწყისში ბელუჯისტანის პროვინციაში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე კიდევ ერთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, რასაც 149 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა მაშინაც ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები