დემი ლოვატო

დემი ლოვატო, სავარაუდოდ ჰეროინის ზედოზირების შედეგად, საავადმყოფოში გადაიყვანეს

დასავლური მედიის ცნობით, გუშინ, ამერიკელი მომღერალი დემი ლოვატო ჰეროინის გადაჭარბებული დოზის გამო, ჰოლივუდში მდებარე სახლიდან ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

თუმცა, ლოვატოს წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

"დემი გონს მოვიდა, ოჯახის წევრები ახლა მის გვერდით არიან და ისინი მადლობას უხდიან ყველას, ვინც მისი მდგომარეობით დაინტერესდა. თუმცა, მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ნაწილი არასწორია და ოჯახი გთხოვთ, რომ პატივი სცეთ მის პირად ცხოვრებას. ნუ გაავრცელებთ ცრუ ინფორმაციას. ჯანმრთელობა და მისი გაუმჯობესება ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა"

დემი ლოვატო წლების განმავლობაში ნარკოდამოკიდებულებისგან მკურნალობდა.მომღერლის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კვებითი დარღვევების პრობლემები წლებია განხილვის საგანია. 2017 წელს მან თქვა, რომ სიფხიზლის 6 წელი აღნიშნა. 

კომენტარები