Facebook

Facebook-ის აქციების ვარდნის გამო ზაკერბერგმა $16 მილიარდი დაკარგა

Getty Images

Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ზაკერბერგმა ბოლო რამდენიმე საათში $16 მილიარდი გახდა, ამის მიზეზი კომპანიის აქციების მკვეთრი ვარდნა გახდა. NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე კვოტირებულა Facebook-მა ღირებულების 20%-ზე მეტი, ანუ $150 მილიარდი დოლარი გაუარესებული ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების შემდეგ დაკარგა. Facebook-ის აქციათა 13% ზაკერბერგის საკუთრებაა, შესაბამისად ვარდნა მის ქონებაზეც აისახა. 

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ზაკერბერგის ქონება გუშინ $86 მილიარდს შეადგენდა, რითიც ის პლანეტის მესამე უმდიდრესი ადამიანი იყო. $16 მილიარდის დაკარგვის შემდეგ, ის მეექვსე ადგილზე გადაინაცვლებს. 

2018 წლის მეორე კვარტალში facebook-ის წმინდა მოგებამ $5.1 მილიარდი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით მეტია. ამ ზრდის მიუხედავად, კომპანიის აქციები მაინც გაუფასურდა, ამის მიზეზი იყო ის რომ ბაზარი უფრო მაღალ ზრდას მოელოდა. კომპანიის მთავარი ფინანსური ოფიცერის, დევიდ ვენერის სიტყვით მიმართვას აქციების სწრაფი გაუფასურება მოჰყვა. ერთი აქციის ღირებულება $217-დან, $173-მდე შემცირდა. 

კომპანიის ფინანსური შედეგებისადმი მთავარი იმედგაცრუება საოპერაციო ხარჯების მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია. 2018 წლის მეორე კვარტალში Facebook-ის მთლიანი შემოსავალი $13.2 მილიარდი იყო, რაც 2017 წელს არსებულ $9.3 მილიარდზე 42%-ით მეტია. ხოლო კომპანიის საოპერაციო ხარჯებმა $7.3 მილიარდი შეადგინა, რაც 2017 წელს არსებულ $4.9 მილიარდს 50%-ით აღემატება. ანუ, facebook-ის ხარჯები მის შემოსავლებზე სწრაფად გაიზარდა, რაც ინვესტორებისთვის მიანიშნებს იმაზე, რომ კომპანიამ იმ მასშტაბებს მიაღწია რომ მისი უწყვეტი მოქმედებისთვის გამუდმებით მეტის დახარჯვა გახდება საჭირო.

წარსულში facebook-ის ზრდას ახალი მომხმარებლების მატების გრანდიოზული ტემპი განაპირობებდა. მხოლოდ 2012 წელს სოციალური ქსელის მომხმარებელთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 70%-ით გაიზარდა, ახლა ეს ტემპი 11%-ზე არის დასული. ამის მიზეზი ბაზრის გაჯერებაა, სულ უფრო ნაკლები ადამიანი რჩება, ვისაც Facebook არ აქვს. დღეისთვის კომპანიას 2.3 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

ვარდნა აქციების მეორად ბაზარზე NASDAQ-ის ბირჟის დახურვის შემდეგ მოხდა. 

კომენტარები