პაკისტანი

წინასწარი შედეგებით პაკისტანის არჩევნებში იმრან ხანმა გაიმარჯვა

იმრან ხანი
AP

წინასწარი შედეგების მიხედვით პაკისტანის არჩევნებში იმრან ხანმა გაიმარჯვა.

"ჩვენ ვიყავით წარმატებულები და მოგვცეს მანდატი." თქვა ხანმა გამარჯვების აღნიშვნისას.

65 წლის იმრან ხანი კრიკეტის ყოფილი მოთამაშეა. 1992 წელს მისი კაპიტნობით პაკისტანის ნაკრებმა კრიკეტის მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვა. 2002-2007 და 2013-2018 წლებში ხანი პაკისტანის ეროვნული ასამბლეის წევრი იყო.

ლიდერობს მისი პარტია "პაკისტანის სამართლიანობის მოძრაობა", თუმცა, სავარაუდოდ, უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო ხმებს ვერ მოაგროვებს და სამთავრობო კოალიციის შექმნა მოუწევს.

ხანის ოპონენტები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ. არჩევნების დღეს ბელუჯისტანში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ ტერაქტს 31 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები