პროტესტი აჭარაში

ბათუმში მოქალაქემ პროტესტის ნიშნად ხეზე ხელი მიიჭედა

imedinews

ბათუმში, მცირე მეწარმემ ვასიკო ტაკიძემ პროტესტის ნიშნად აჭარის მთავრობის სახლის წინ ხეზე ხელი მიიჭედა.

პროტესტის მიზეზი საჰაერო ნავიგაციის მიერ ბათუმის სანაპირო ზოლში დელტა პლანით ფრენის აკრძალვა გახდა.

ტაკიძის თქმით, სამი წელია, ეს ბიზნესი მისი შემოსავლის წყაროა. მცირე ბიზნესისთვის მას ასევე დიდი რაოდენობით სესხი აქვს ბანკიდან გამოტანილი.

მოქალაქე მთავრობას დროულ რეაგირებასა და ტურიზმის სფეროს ხელშეწყობას სთხოვს.

კომენტარები