მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია

IOM-ის სტატისტიკის მიხევდით, 2018 წელს ხმელთაშუა ზღვაში 1,504 მიგრანტი დაიღუპა

0 კომენტარი
ფოტო: Jack Montgomery

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის დასაწყისიდან 25 ივლისამდე ხმეთაშუა ზღვის გადმოკვეთისას 1,504 მიგრანტი დაიღუპა. 2017 წელს კი დაღუპულთა რიცხვი 2,401 იყო.

გაეროს მიგრაციის სააგენტოს ცნობით, 2018 წლის იანვრიდან 25 ივლისის ჩათვლით ევროპამ ზღვის გავლით 55,001 მიგრანტი მიიღო, რაც წინა წლის მაჩვენებლთან შედარებით განახევრებულია. 2017 წელს ევროპაში შესულ მიგრანთა რაოდენობა 111,753 იყო.

ორგანიზაციის ცნობით, გასულ წელთან შედარებით, 2018-ში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი განახევრდა იტალიასა და მალტაში, მაგრამ საგრძნობლად გაიზარდა საბერძნეთსა და ესპანეთში.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით მიმდნარე წელს ესპანეთში ჩრდილოეთ აფრიკიდან ზღვით 19,586 დამიანი ჩავიდა. ეს რიცხვი იტალიის (17,981) და საბერძნეთის (15,351) მაჩვენებელს აღემატება.

შეგახსენებთ, რომ გემი, რომელმაც გასულ თვეს ხმელთაშუა ზღვაში 630 მიგრანტი გადაარჩინა, და რომელსაც იტალიამ და მალტამ პორტები დაუკეტა, საბოლოოდ ესპანეთმა მიიღო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები