ნარკორეალიზატორების დაკავება

შსს: ნარკორეალიზატორი ცოლ-ქმარი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ნარკორეალიზატორი ცოლ-ქმარი დააკავეს. უწყება იმ ვიდეოჩანაწერს ავრცელებს, რომელზეც სამართალდამცავების მხრიდან საკონტროლო შესყიდვა არის აღწერილი.

"ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ცოლ-ქმარი, 1968 წელს დაბადებული გ.გ. და 1964 წელს დაბადებული ი.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირებისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ ორივე პირის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. ი.გ.-ს ბრალი ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და არაერთგზის გასაღების ფაქტზე, გ.გ.-ს კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე."წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=7&v=f0bI75_xIV4]

კომენტარები