მაშველებმა ტურისტები გადაარჩინეს

მაშველებმა თეთნულდის მწვერვალზე ჩარჩენილი პოლონელი ტურისტები გადაარჩინეს

მაშველებმა, თეთნულდის მწვერვალზე ჩარჩენილი პოლონეთის ორი მოქალაქე გადაარჩინეს.

ტურისტები რთულ რელიეფურ ზონაში შემორჩნენ და ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. 54 წლის მამაკაცს საშუალო სიმძიმის ტრავმა აღენიშნებოდა

მაშველებმა ტურისტები თეთნულდის წვერვალიდან ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები