ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგბურთში გერმანიის ღია პირველობის ჩემპიონატი მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილი
Facebook Nikoloz Basilashvili

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გამართულ ჩოგბურთის ჩემპიონატში გაიმარჯვა.

ფინალურ მატჩში მან 31 წლის არგენტინელი ჩოგბურთელი, მსოფლიოს 36-ე ჩოგანი და ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული ლეონარდო მაიერი ანგარიშით 6:4, 0:6, 7:5 დაამარცხა.

ბასილაშვილი 349 200 ევროს მიიღებს და რეიტინგში 35-ე ადგილზე გადაინაცვლებს, რაც მის კარიერაში რეკორდული მაჩვენებელია.

კომენტარები