ხანძარი კალიფორნიაში

კალიფორნიაში ხანძარი კვლავ მძვინვარებს

AFP

კალიფორნაიაში ტყის ხანძრები კვლავ მძვინვარებს და კიდევ უფრო ფართო მასშტაბს აღწევს, მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას ათასობით მეხანძრე ებრძვის. 

ოფიციალური ცნობით, ხანძარი კალიფორნიაში ქარმა და ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია. უნალექო ამინდი ცეცხლთან ბრძოლას ართულებს. 

აშშ-ში ახლა ხანძრის 90 აქტიური კერაა, მხოლოდ კალიფორნიაში კი - ცეცხლი სხვადასხვა ადგილას მძვინვარებს. მთლიანობაში ხანძარი  194 კვადრატულ კილომეტრის ფართობზეა გავრცელებული. ერთ-ერთ კერასთან ახლოს, შასტა ქაუნთიში, ჩრდილოეთ კალიფორნიაში, 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი და ერთი - მათი დიდი ბებია. 

ასევე დაიღუპა სამი მეხანძრე. 

განადგურებულია, სულ მცირე, 500 შენობა. 

კომენტარები