ველური ბუნება

ვეფხვის მსოფლიო დღე - ველურ ბუნებაში ყველაზე დიდი კატების რიცხვი 4 000-ზე ნაკლებია

National Geographic

ველურ ბუნებაში ყველაზე დიდი კატის პოპულაცია 4 ათასამდეა შემცირებული - გასულ საუკუნეში მათი რიცხვი 95%-ით შემცირდა. მიზეზი ვეფხვის ტყავზე და სხვა ნაწილებზე გაზრდილი მოთხოვნაა. 

მთელ მსოფლიოში ვეფხვის პროდუქტებით ვაჭრობა 1987 წელს აიკრძალა, თუმცა, კონტროლის ნაკლებობის და გაზრდილი მოთხოვნის გამო ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება. 

2000-დან 2015 წლამდე რეინჯერებმა 801 მოკლული ვეფხვი აღმოაჩინეს და ბრაკონიერებს ჩამოართვეს. 

თუმცა, ვეფხვის სხეულის ნაწილებით უკანონო ბრუნვა მსოფლიოში წელიწადში 19 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. 

ვეფხვის ნაწილები ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში გამოიყენება. მაგალითად, ცხოველის ცხვირს ეპილეფსიის, კუდს კი - კანის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებენ. 

ჩინური მედიცინის მიმდევრები თვლიან, რომ ვეფხვის ტვინს ადამიანის სიზარმაცისგან გათავისუფლება შეუძლია, ფეხებს კი ბოროტი სულებისგან. 

ასევე, ზოგიერთი თვლის, რომ ვეფხვის ძვლების ნახარშის დალევა ადამიანს გააძლიერებს.

ვეფხვის ხორცი რესტორნებში ძვირი ღირს, მისი ძვლებისგან დამზადებული ღვინო კი ფუფუნების საგნად ითვლება - თითოეული ბოთლი ასობით დოლარი ღირს. ვეფხვის ღვინოზე გაზრდილი მოთხოვნის გამო 1986 წელს ჩინეთში ვეფხვების ფერმაც შექმნეს. ახლა ჩინეთში ასობით ასეთი ფერმაა. 


ფოტო: WWF

თუმცა, ველურ ბუნებაში ვეფხვებს მაინც ხოცავენ. National Geographic წერს, რომ ბევრ ადამიანს ეს გაცილებით იაფი უჯდება. ასევე, ზოგიერთი მომხმარებელი თვლის, რომ ველურ ბუნებაში მცხოვრები ვეფხვის ორგანოები ბევრად სასარგებლოა. 

ველურ ბუნებაში დედა ვეფხვი ბოკვერთან 2 წლის განმავლობაში რჩება ფერმებში კი დედას შვილებს მალევე ართმევენ, რაღა მათ სხვა ბოკვრების გაჩენა მალევე შეძლონ. წამოზრდილ ბოკვერებს კი მალევე ხოცავენ და ნაწილებად ყიდიან. 

ვეფხვების უკანონოდ ვაჭრობაში ასზე ბუდისტური ტაძარიც ჩაერთო - National Geographic-ის ინფორმაციით, "ვეფხვების ტაძარი" 1999 წელს გაიხსნა და გაცხადებული მიზანი ობოლი ვეფხვების მოვლა იყო, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ბერები ვეფხვების ნაწილებს შავ ბაზარზე ყიდდნენ. ტაძრები მალევე დახურეს. 

ცოტა ხნის წინ ახალი რეგულაცია გამოვიდა, რომელიც აზიის ქვეყნებს, სადაც დატყვევებული ვეფხვები ჰყავთ, ავალდებულებს მოახსენოს "ველური ფაუნისა და ფლორის საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის" აღმასრულებელ ორგანოს, როგორ აკონტროლებენ, რომ დიდ კატებს არალეგალური ვაჭრობისთვის არ ხოცავენ. 

  • ვეფხვები ყველაზე დიდი ველური კატები არიან. ზრდასრული ვეფხვი 363 კილომდე იწონის. 
  • ისინი მტაცებელი ცხოველები არიან და ირმის, ტახის, ანტილოპასა და ბუფალოს ხორცით იკვებებიან.
  • მიუხედავად წონისა, სწრაფები არიან და შეუძლიათ, საათში 65 კმ/საათის სიჩქარით ირბინონ.  
  • თითოეული ვეფხვი უნიკალურია - არც ერთი მათგანის ზოლები ერთმანეთის იდენტური არ არის. 
  • დღეს მსოფლოში 5 სახეობის ვეფხვია - ბენგალულრი, სამხრეთ ჩინური, ინდოჩინური, სუმატრის და ციმბირული. 3 სახეობა - კასპიის, ბალის და ჯავანის - გადაშენდა.

კომენტარები