ხანძარი სადახლოში

სადახლოში გორაკზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

facebook.com/EmergencyManagementService/photos/

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სადახლოში გორაკზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

სააგენტოს ცნობით, საქართველო-სომხეთის საზღვართან გორაკზე, საქართველოს ტერიტორიაზე დამწვარია 20 ჰა ფართობი, სომხეთის ტერიტორიაზე კი 50 ჰა.

ადგილზე რჩება 120 მეხანძრე-მაშველი და 12 ავტოცისტერნა.

კომენტარები