ლიტერატურული პრემია საბა

ლიტერატურული პრემია "საბას" ფინალისტების ნაწილის ვინაობა ცნობილია

ლიტერატურული პრემია "საბას" ფინალისტების ნაწილის ვინაობა ცნობილია. ჟიურიმ 10 ნომინაციიდან, 5 ნომინაციის ფინალისტების ვინაობა დაასახელა. პრემიის მიღებას შემდეგი ავტორები შეეცდებიან:

საუკეთესო რომანი

  • გურამ ბათიაშვილი, "ელიგულა და კავა" (გამომცემლობა "ინტელექტი");
  • მარი ბექაური, "ანას მომენტი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);
  • ლაშა ბუღაძე, "პატარა ქვეყანა" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);
  • დავით გაბუნია "დაშლა" (გამომცემლობა "წიგნები ბათუმში");
  • თამარ თანდაშვილი, "მატერიკონი" (გამომცემლობა "სიესტა").

საუკეთსო პროზაული კრებული

  • თეონა დოლენჯაშვილი, "პერსონალური ქრისტე" (გამომცემლობა "ინტელექტი");
  • ლევან მუსხელიშვილი, "მოკლე მოთხრობები" (გამომცემლობა "სეზანი").

საუკეთსო პოეტური კრებული

  • გიორგი არაბული, "გვრინი" (გამომცემლობა "ინტელექტი");
  • სოსო მეშველიანი, "Arboles Altos" (გამომცემლობა "ინტელექტი");
  • ზურაბ რთველიაშვილი, "პოეზიის დიქტატურა" (გამომცემლობა "ინტელექტი");
  • პაატა შამუგია, "დედა ენა" (გამომცემლობა "წიგნები ბათუმში");
  • ბელა ჩეკურიშვილი, "სიშიშვლის დეტექტორი" (გამომცემლობა "ინტელექტი").

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

  • საბა ლეკვეიშვილი (მთარგმნელი) - რეიჩელ კონი, დევიდ ლევითანი "ნიკის და ნორას უსასრულო ფლეილისტი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);
  • გაბრიელ ტანიე, "ქანაანის შვილები" (გამომცემლობა "ინტელექტი");
  • ზურა ჯიშკარიანი, "საღეჭი განთიადები: უშაქროდ" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა).

საუკეთსო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

  • საბა ლეკვეიშვილი (მთარგმნელი) - რეიჩელ კონი, დევიდ ლევითანი "ნიკის და ნორას უსასრულო ფლეილისტი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);
  • გაბრიელ ტანიე, "ქანაანის შვილები" (გამომცემლობა "ინტელექტი").
  • ზურა ჯიშკარიანი, "საღეჭი განთიადები: უშაქროდ" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)


ნომინაციაში, წლის საუკეთსო თარგმანი, ფინალისტების ვინაობა სექტემბერში გახდება ცნობილი. დანარჩენ 4 ნომინაციაში გამარჯვებულები, 12 ოქტომბერს, ფინალისტების დასახელების გარეშე, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდებიან.

ლიტერატურული პრემია "საბა" თი-ბი-სი ბანკმა 2003 წელს დაარსა და ყოველ წელს ტარდება. წელს ღონისძიება მე-16-ედ ჩატარდება.

კომენტარები