ჰარი პოტერის დაბადების დღე

დღეს ჰარი პოტერის დაბადების დღეა - ფაქტები, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით

დღეს 31 ივლისია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯადოქართა სამყარო ბიჭის, რომელიც გადარჩა, ანუ ჰარი პოტერის დაბადების დღეს აღნიშნავს!

წაიკითხეთ, საინტერესო ფაქტები, ჰარი პოტერის შესახებ:

1. ჰარი პოტერის ავტორს, ჯ.კ როულინგს დაბადების დღე ჰარის მსგავსად ასევე 31 ივლისს აქვს. უბრალოდ, როულინგი 1966 წელს, ჰარი პოტერი კი 1980 წელს დაიბადა.

2. ჯ.კ როულინგს ჰარი პოტერის დაწერის იდეა მანჩესტერიდან ლონდონისკენ მიმავალ მატარებელში მოუვიდა. თავდაპირველად მან იფიქრა, რომ შეექმნა ისეთი წიგნი, სადაც ბიჭი, რომელსაც არ ეცოდინებოდა რომ ჯადოქარია, მაგიის სკოლაში დაიწყებდა სწავლას. როულინგის თქმით, მატარებელში მისი იდეა ბიჭის შესახებ, ნელ-ნელა რეალური გახდა.

3. როდესაც ჯ.კ როულინგმა ჰარი პოტერი პირველი წიგნი "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" დაწერა, დედა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და შვილს სრულიად მარტო ზრდიდა. ოპრა უინფრისთან ინტერვიუში მან თქვა, რომ "ჰარი პოტერის თავგადასავალი, არის თავგადასავალი, იმის შესახებ, თუ როგორ "ვივაჭროთ" სიკვდილთან, რას ნიშნავს რომ ცოცხლები ვართ, რას ნიშნავს რომ ვკვდებით - ეს ყველა წიგნში არის გამოხატული".

4. რონ უისლის მამის, არტუს უისლის მანქანა ფორდ ანგლია იგივე მანქანაა, რითიც ჯ.კ როულინგი უნივერსიტეტში დადიოდა, თავის მეგობართან ერთად.

5. ყველა ფილმში ჰოგვარტსის სტუდენტებს უწევდათ გაეკეთებინათ ნამდვილი საშინაო დავალებები, რათა ეს ყველაფერი მაყურებლისთვის რეალური ყოფილიყო.

6. ჰარი პოტერის როლის შემსრულებელს, დენიელ რედკლიფს, რვავე ფილმის გადაღებების პერიოდში სულ 160 ცალი სათვალე დაჭირდა.

7. ჯ.კ როულინგი ინტერვიუებში ხშირად ამსგავსებს საკუთარ თავს ჰერმიონ გრეინჯერს.

8. ალბუს პერსივალ ვულფრიკ ბრაიან დამბლდორის სახელი ინსპირირებულია ინგლისური სიტყვიდან "bumblebee", რომელიც დიდი და თმიანი ფუტკრის ამღნიშვნელი სიტყვაა. 

9. ჯ.კ როულინგსა და ალბუს დამბლდორს ერთ საერთო აქვთ - მათ ორივეს უყვართ შერბეთის ლიმონის ჭამა.

კომენტარები