ე.წ მაინერები

შსს-მ ლისის ტბასთან მაინერები ამოიღო, რომლებითაც სავარაუდოდ დენს იპარავდნენ

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-მ უკანონო მაინერები ამოიღეს. როგორ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მაინერებით, პირველადი ინფორმაციით, ელექტროენერგიას უკანონოდ მოიხმარდნენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილებამ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადების საფუძველზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიმდინარე წლის 31 ივლისს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნივთმტკიცებად ამოიღეს მოქალაქე გ.ს.-ს მფლობელობაში არსებული ავტობუსი და მასში განთავსებული ე.წ. მაინერები, რომელთა საშუალებითაც, პირველადი ინფორმაციით, ელექტროენერგიის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ხდებოდა." - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები