საზოგადოება

შვედეთში მეტროს სადგური დაიტბორა, ხალხმა კი ის საცურაო აუზად აქცია - ვიდეო

0 კომენტარი
ფოტო: Instagram/svenskadagbladet

გასულ კვირას შვედეთის ქალაქ უფსალაში წვიმის შედეგად მეტროს ერთ-ერთი სადგური დაიტბორა, ხალხმა კი ის საცურაო აუზად აქცია.

სხვადასხვა სოციალურ ქსელებში მომხმარებლებმა სურათები დადეს, სადაც ჩანს როგორ ცურავს ხალხი დატბორილ მეტროს სადგურში.

ადგილზე იმყოფებოდა შვედი ფოტოგრაფი, სარა ტორენი, რომელმაც გარდა სურათებისა, დატბორილი მეტროს სადგურის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.

"ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაზე სუფთა წყალი იყო, რაშიც ოდესმე მიბანავია, ამის შემდეგ ტანის გახეხვა მომიწია", - უთხრა ფოტოგრაფმა ლოკალურ მედიას. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები