ავღანეთი

ავღანეთში თალიბანის თავდასხმისას ISIS-ის 150 მებრძოლი მოკლეს

Reuters

ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთით ჯუზჯანის პროვინციაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი და 150 წევრი ხელისუფლების ძალებს ჩაბარდნენ.

ჯუზჯანის პროვინციაში ტერორისტული დაჯგუფება თურქმენეთთან დამაკავშირებელი გზების კონტროლისათვის 4 წლის მანძილზე იბრძოდა. თალიბანმა მათზე თავდასხმა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ბრძოლის გამო ტერიტორია ათასობით ადამიანმა დატოვა.

"ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ბოროტი ფენომენი ავღანეთის ჯუზჯანის პროვინციაში სრულად განადგურებულია და ხალხი მათი ტანჯვისაგან გათავისუფლდა." თქვა თალიბანის სპიკერმა, ზაიბულა მუჯაჰიდმა.

მუჯაჰიდის თქმით ბრძოლისას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 150 მებრძოლი მოკლეს და 130 შეიპყრეს. დანარჩენებმა არჩიეს ხელისუფლების ძალებს ჩაბარებოდნენ.

ავღანეთში აშშ-ის ძალების ხელმძღვანელის, გენერალი ჯონ ნიკოლსონის თქმით მიესალმება, რომ თალიბანი ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ებრძვის, რომლის განადგურებაც აუცილებელია, თუმცა თალიბანმა თანამშრომლობის შესაძლებლობა უარყო და აშშ ხელის შეშლაში დაადანაშაულა. უკანასკნელი თვეების მანძილზე აშშ-მა ჯუზჯანის პროვინციაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოზიციები დაბომბა.

კომენტარები