ხანძარი საბერძნეთში

საბერძნეთის ხანძრის დროს დაღუპულთა ოჯახები მთავრობას სასამართლოში უჩივიან

Reuters

საბერძნეთში 23 ივლისს ათენის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის დროს დაღუპული ქალისა და მამაკაცის ოჯახის წევრები მთავრობას, სახანძრო ბიგადას და პოლიციას სასამართლოში უჩივიან.

მათი თქმით შესაძლოა გამოძიებამ დაადგინოს, რომ შესაბამისმა ორგანოებმა საკმარისი არ გააკეთეს ცეცხლის ჩასაქრობად და ტრაგედიის თავიდან ასარიდებლად. დაღუპულთა ნათესავების თქმით არც მანამდე, სანამ ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდებოდა და არც მას შემდეგ მათთვის არავის უთქვამს როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ცეცხლისაგან თავის დასაღწევად.

შეგახსენებთ, რომ ხანძრის დრო სულ მცირე 91 ადამიანი დაიღუპა. ხანძარის გაჩენიდან 5 დღის შემდეგ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ალექსის ციპრასმა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა მოიწვია და მომხდარ კატასტროფაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო.

ციპრასის თქმით ტრაგედიამ დააფიქრა იმაზე, შეეძლო თუ არა მის მთავრობას მეტის გაკეთება ამ ადამიანების გადასარჩენად.

მთავრობა დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადად 10,000 ევროს ოდენობის ფულად დახმარებას და საჯარო სექტორში დასაქმებას ჰპირდება.

მიმდინარეობს გამოძიება ცეცხლის გაჩენის მიზეზების დასადგენად და ასევე იმის გამოსაკვლევად, დაირღვა თუ არა კანონი ხანძარზე რეაგირებისას.

კომენტარები