არჩევნები 2018

აუდიტის სამსახური არჩევნებში მონაწილეებს: დროულად დაიწყეთ ხარჯების დეკლარირება

სახელმწიფო აუდიტის სამსახური არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პარტიებსა და დამოუკიდებელ კანდიდატებს მოუწოდებს, დროულად დაიწყონ საარჩევნო მიზნებისთვის გაწეული ხარჯის დეკლარირება.

"მოვუწოდებთ ყველა სუბიექტს, ვისაც აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს 2018 წლის არჩევნებში, ცესკოში  რეგისტრაციის გავლამდე დაექვემდებაროს პოლიტიკური პარტიებისთვის და დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის კანონმდებლობით დადგენილ წესებს და დარეგისტრირდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, რათა მივაღწიოთ პოლიტიკური ფინანსების მაქსიმალური გამჭვირვალობის სტანდარტს და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას", - აღნიშნავენ უწყებაში.

აუდიტის სამსახური ასევე აცხადებს, რომ მზადაა ნებისმიერი სახის დამატებითი კონსულტაციებისა და ტრეინინგების ჩასატარებლად, რათა საარჩევნო პროცესი სამართლიანად და გამჭვირვალედ წარიმართოს.

კომენტარები