დანია

დანიაში ნიქაბის ტარების აკრძალვას პროტესტი მოჰყვა

Reuters

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ახალ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც ქუჩაში ნიქაბის ტარება იკრძალება, პროტესტი მოჰყვა.

კოპენჰაგენის ქუჩებში 1300-მდე ადამიანი გამოვიდა, ისინი მთავრობას ქალთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. "ჩემი ცხოვრება, ჩემი არჩევანი" - მშვიდობიან პროტესტს ინციდენტი არ მოჰყოლია.

დანიის პარლამენტმა რეგულაცია მაისში მიიღო. ნიქაბისა და ბურკის ტარება უკვე აიკრძალა ავსტრიაში, ბელგიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

კომენტარები