ავღანეთი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შეიარაღებულმა პირებმა 3 უცხოელი გაიტაცეს და მოკლეს

AFP

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შეიარაღებულმა პირებმა 3 უცხოელი გაიტაცეს და მოკლეს.

"ინდოეთის, მაკედონიისა და მალაიზიის მოქალაქეები გაიტაცეს და მოკლეს, ჩვენ ვიპოვეთ მათი ცხედრები" - თქვა ქაბულის პოლიციის უფროსის პრესმდივანმა.

პოლიცია აღნიშნულს ტერორისტულ აქტს უწოდებს. უცხოეთის მოქალაქეების ცხედრები დღეს დილით მუსაჰის რაიონში იპოვეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები