ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია

ლიტვა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შესულ პირებზე შეზღუდვებს აწესებს

0 კომენტარი
ფოტო: flickr

ლიტვა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შესულ პირებზე შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ 2 აგვისტოს, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინსტრომ მიგრაციის დეპარტამენტს მიმართა, შეზღუდვები დააწესოს სიაში შესულ ადამიანებზე, რომლებმაც საქართველოს ოკუპირებულ ტერუტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებები დაარღვიეს. 

განცხადებაში ლიტუვს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ 2018 წლის 8 აგვისტოს რუსეთის საქართველოზე სამხედრო აგრესიის 10 წელი შესრულდება. 

"რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით ოკუპირებული ტერიტორიების "დამოუკიდებლობა" აღიარა, აქ თავისი სამხედრო ძალები განალაგა და მცოცავ ოკუპაციით ადმინისტრაციულ საზღვრებთან ზეწოლას აძლიერებს, არღვევს და უგულებელყოფს ადამიანების უფლებებს. 

ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეები, გიგა ოთხოზორია და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების გატაცებების, მკვლელობის და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეფასებულია როგორც ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ნორმათა დარღვევა.

2018 წლის 21 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია "რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ, 26 ივნისს კი მთავრობამ ამ სიაში შეყვანილი პირების ვინაობა დაასახელა. 

ლიტვა იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიისა და აპროტესტებს ანექსიიდან გამომდინარე უფლებების და თავისუფლებების დარღვევას. 

ლიტვა ყოველთვის მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შექმნას ყველა სათანადო პირობა სამართლიანობის უზრუნველსაყოფად და ყველა არასამართლებრივი ქმედების აღმოსაფხვრელად",- ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინსიტროს განცხადებაში. 

"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" არის დოკუმენტი რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენელთა ან/და მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მაცხოვრებელთა მიერ საქართველოს მოქალაქეთა გატაცებაში, მათთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში ეჭვმიტანილი და მსჯავრდებული, აღნიშნული დანაშაულების ხელშემწყობი და დანაშაულების დაფარვაში შემჩნეული პირების შესახებ.

სიის შექმნა ევროპული საქართვლოს ინიციატივა იყო. სია მას შემდეგ შეიქმნა, რაც ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს და წამებით მოკლეს.

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც წერია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნასთან დაკავშირებით და მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შავ სიაში შეიყვანონ ის პირები, რომლებიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შევლენ. ასევე მათ მიმართ შემოღებული იყოს ევროკავშირის მასშტაბით სანქციები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები