გაუპატიურება

გაუპატიურებასა და ძარცვაში ბრალდებულ ტაქსისტს 6-დან 8-წლამდე პატიმრობა ემუქრება

www.readersride.com

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაუპატიურებასა და ძარცვაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს დ.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება) და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ და მესამე ნაწილის “დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არარის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის) წარუდგინა.

წარდგენილი ბრალდება 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურის გავრცელებული განცხადების მიხედვით, შემთხვევა 2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 03:30 საათზე მოხდა, როდესაც გ.ლ. თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე, დ.ც.-ის მართული ტაქსით მგზავრობდა.

"მგზავრობისას დ.ც-მ გზის სავალ ნაწილზე გააჩერა ავტომანქანა და ძალის გამოყენებით, ცემით და მუქარით დაამყარა სქესობრივი კავშირი გ.ლ.-სთან. ამის შემდეგ, დაზარალებული ეცადა ავტომანქანიდან თავისი კუთვნილი ხელჩანთის აღებას, რა დროსაც დ.ც.-მ ძლიერად ჩაარტყა ხელი სახის არეში. დარტყმის შედეგად გ.ლ. წაიქცა და თავი დაარტყა ბორდიურს, ხოლო დ.ც. ჩაჯდა ავტომანქანაში და დატოვა შემთხვევის ადგილი ისე, რომ თან წაიღო გ.ლ.-ს კუთვნილი ხელჩანთა." - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ცნობითვე, დ.ც. 2018 წლის 31 ივლისს,მის საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

კომენტარები