კინემატოგრაფია

კვლევის მიხედვით, რაც უფრო მეტს დარბის ტომ კრუზი ფილმში, ის უფრო მაღალშემოსავლიანია

Entertainment Tonight

რაც უფრო მეტს დარბის ფილმში ტომ კრუზი, ფილმი უფრო წარმატებული და მაღალშემოსავლიანია - ამის შესახებ კვლევა Rotten Tomatoes-მა ჩაატარა.

დაახლოებით 41 ფილმში, მსახიობი ერთხელ მაინც დარბის. Rotten Tomatoes-მა დათვალა რომელ ფილმებში დარბის ტომ კრუზი 300 მეტრზე ნაკლებსა და მეტს, სწორედ ამის მიხედვით დადგინდა კავშირი სირბილსა და მაღალშემოსავლიანობას შორის.

ფილმების 71%-ში ტომ კრუზი მთლიანობაში 300 მეტრზე მეტს დარბის და ამ ფილმების საშუალო მოგება 538 მილიონი ამერიკული დოლარია.

ტომ კრუზი ყველაზე მეტს, 980 მეტრს 2006 წელს გადაღებულ Mission: Impossible III-ში დარბის.

კომენტარები