ბუნებრივი სტიქია

სვანეთში მყინვარიდან ყინულის მასა ჩამოიშალა

გარემოს ეროვნული სააგენტო

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მყინვარი ლეხზირის მახლობლად ყინულის მასა ჩამოიშალა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები. მათი შეფასებით, ვითარება სტაბილურია და საფრთხე არ არსებობს. მათივე თქმით, წყლის შეგუბება, რომელიც ყინულის ჩამოშლამ გამოიწვია ამ მომენტისთვის აღარ ფიქსირდება.

მდინარე მულხურას შესართავთან ახლოს განთავსებული ჰიდროლოგიური სადგურის მონაცემებით, მდინარეში წყლის დონე უკვე ნორმის ფარგლებშია.

კომენტარები