თაღლითობა

შსს: Facebook-ის ყალბი პროფაილების გამოყენებით თანხების მითვისებისთვის 4 პირი დავაკავეთ

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია თაღლითური ჯგუფი, რომელიც ფეისბუქის ყალბი პროფაილების გამოყენებით მოქალაქეების თანხებს ითვისებდა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, სოციალური ქსელი "ფეისბუქის" ყალბი პროფილების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ამავე სოციალური ქსელის მომხმარებლების კუთვნილ თანხებს. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 6 მოქალაქე დაზარალდა. თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ კი 1000-ზე მეტი ლარი შეადგინა", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, თაღლითური ჯგუფის 4 წევრი მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში, ქუთაისსა და ზესტაფონში დააკავეს.

თაღლითობის ბრალდებით დაკავებული არიან: ცოლ-ქმარი - 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ძ. და 1995 წელს დაბადებული ლ.კ., ასევე, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.გ. და 1987 წელს დაბადებული კ.თ.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტები, მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი). ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები