აფეთქების შედეგად ავღანეთში 3 ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის ქართველები არ არიან

outlookafghanistan.net

აღმოსავლეთ ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში სამი სამხედრო მოსამსახურე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისის ინფორმაციით, სამხედროებს თავს პატრულირების დროს დაესხნენ. მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავდა ერთი ამერიკელი და ავღანეთის არმიის ორი ჯარისკაციც.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გარდაცვლილებს და დაშავებულებს შორის ქართველი ჯარისკაცები არ არიან. უწყების ინფორმაციით ფარავნის პროვინციაში ქართველი სამხედროებიც იმყოფებიან, თუმცა აფეთქება ჩეხების სექტორში მოხდა.

კომენტარები