რუსეთი

სტივენ სიგალი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი გახდა

ამერიკელი მსახიობი, სტივენ სიგალი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსულ-ამერიკული ჰუმანიტარული კავშირების სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნეს.

ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო უწყების ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სიგალის მოვალეობებში იქნება ჰუმანიტარულ სფეროში რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავება, მათ შორის კულტურის, ხელოვნების, საზოგადოების და ახალგაზრდობის კუთხით და ა.შ.

"საუბარია საპასუხიმგებლო პოლიტიკურ თანამდებობაზე, რომელიც არ გულისხმობს ფულად ჰონორარს. ეს ის შემთხვევაა, როცა სახალხო დიპლომატია ტრადიციულ დიპლომატიას ხვდება. საერთაშორისო პრაქტიკიდან პარალელის გავლება შეიძლება გაერო-ს კეთილი ნების ელჩების ფუნქციებთან", - აღნიშნავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ცნობისთვის, ჰოლივუდის მსახიობმა სტივენ სიგალმა რუსეთის მოქალაქეობა 2016 წლის ნოემბერში მიიღო. 

კომენტარები