ავიაკასტროფა

შვეიცარიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი თვითმფრინავის ჩამოვარდნას 20 ემსხვერპლა

შვეიცარიის ალპებში, ავიაკატასტროფას 20 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია 17 ტურისტი და ეკიპაჟის სამი წევრი. ყველა მგზავრი შვეიცარიელი ტურისტი იყო.

სამართალდამცავთა ინფორმაციით, კატასტროფა განიცადა 1940-იან წლებში გამოშვებული Junkers JU-52, რომელიც "შვეიცარიის სამხედრო ავიაციის მეგობართა საზოგადოებას" ეკუთვნოდა.

გამოძების ცნობით, თვითმფრინავი ზღვის დონიდან 2540 მეტრის სიმაღლეზე მთიან რეგიონში ჩამოვარდა. წინასწარი ცნობით, ის ერთ-ერთ მთას შეეჯახა.

სამძრავიანი თვითმფრინავს, რომელიც 1930 წელს გამოუშვეს გერმანული ლიუფტვაფე სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავად იყენებდა. 

ავიაკატასტროფის გამოსაძიებლად შვეიცარიის სპეციალური სატრანსპორტო უსაფრთხოების კომისია მუშაობს. 

კომენტარები