ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ისტორიაში, სახვითსა და გამოყენებით ხელოვნებაში, ბიოლოგიაში და სამოქალაქო განათლებაში დღეს 12 საათზე გამოქვეყნდება. ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი ავრცელებს.
აბიტურიენტებს შედეგების ნახვა online.naec.ge-ზე ან მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნით შეუძლიათ. აბიტურიენტმა შედეგის გასაგებად ნომერზე 93333 საკუთარი საგამოცდო საიდენთიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნოს.