საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ყაზბეგში საუდის არაბეთის მოქალაქე გადაარჩინეს.
ტურისტს გველეთის ჩანჩქერთან ახლოს, ბილიკზე ფეხი დაუცურდა და დაგორდა, შედეგად თავისა და ზედა კიდურების დაზიანება მიიღო.
მაშველებმა დაშავებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს.