არჩევნები 2018

არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ზურაბიშვილი განცხადებას დღეს გააკეთებს

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი განცხადებას დღეს გააკეთებს.

უცნობია კონკრეტულად რას იტყვის ზურაბიშვილი, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და მმართველი გუნდის მხარდაჭერაც ექნება.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ დღევანდელი განცხადების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე გააფრთხილა. მედიის კითხვას, აქვს თუ არა "ქართული ოცნების" მხარდაჭერა და შეხვდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს, მან არ უპასუხა.

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას დღეს, 17:00 საათზე გააკეთებს. მანამდე კი, 16:00 საათზე "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის, მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრაა დაგეგმილი.

საპრეზინდეტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება. რამდენიმე პარტიამ კანდიდატები უკვე დაასახელა. ამ დრომდე უცნობია "ქართული ოცნების" კანდიდატი და მოქმედი პრეზიდენტის გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა ჯაფარიძე

კომენტარები