ჩინეთი

ჩინეთმა სი ძინპინის ვინი პუჰთან სავარაუდო მსგავსების გამო დისნეის ფილმი დაბლოკა

Hollywoodreporter

The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, ჩინეთმა ფილმ "კრისტოფერ რობინის" ჩვენება დაბლოკა.

ფილმის გაშვებაზე უარის თქმის ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა მომხდარს პერსონაჟ ვინი პუჰის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიასთან აკავშირებენ.

ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის მოწინააღმდეგეები პრეზიდენტ სი ძინპინს ვინი პუჰს ადარებენ, რის გამოც პერსონაჟი წინააღმდეგობის მოძრაობის სიმბოლო გახდა.



ფოტო: Getty Images

გასულ ზაფხულს ჩინეთმა სოციალურ მედიაში ვინი პუჰის სურათების დაბლოკვა დაიწყო. ივნისში ჩინეთმა HBO-ს გადაცემის, "გასული კვირა ჯონ ოლივერთან ერთად" ეპიზოდიც დაბლოკა, სადაც ოლივერი სი ძინპინის საკითხისადმი სენსიტიურობაზე ხუმრობდა.



ფოტო: Getty Images

არაოფიციალურ მიზეზად ჩინეთში უცხოური ფილმებისათვის გამოყოფილი კვოტის ამოწურვა დასახელდა.

დისნეის "კრისტოფერ რობინი" ვინი პუჰისა და მისი მეგობრების თავგადასავალს მოგვითხრობს. ფილმში მთავარ როლს იუან მაკგრეგორი ასრულებს.

კომენტარები