აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან

საკონსტიტუციო სასამართლოსთან მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებას აპროტესტებენ

აჭარის ტელევიზია

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან სასულიერო პირების და მრევლის ნაწილი აქციას მართავს. 

ისინი სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა და სასჯელი გაუქმდა. 

"მოვუაროთ ერს ფხიზელი გონებით", "მარიხუანის მოწევის ნებართვის დართვა ქვეყნის მტრობაა", "ნარკოტოკები -გზა ჯოჯოხეთში" - სასამართლოსთან შეკრებილ ადამიანებს ამ შინაარსის ტრანსფარანტები უჭირავთ. აქციაზე არასრულწლოვნებიც ჰყავთ მიყვანილი. 

პროტესტი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინიციატივით იმართება. 

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმაც დაგმო და მას "მტრობა ჩვენი ერისა" უწოდა. 

უსაფრთხოა თუ არა მარიხუანის მოწევა, წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში. 

კომენტარები