საკონსტიტუციოსთან ლოცვა წაიკითხეს და მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება დაგმეს

აჭარის ტელევიზია

საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის ორგანიზებით აქცია გაიმართა. შეკრებილმა სასულიერო პირებმა და მრევლმა სასამართლოს მიერ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შესახებ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მათ საჯანმრთელო პარაკლისიც გადაიხადეს, რათა, მათი თქმით, 

"ჩვენ ვლოცულობთ, რომ მათ გონება გაუნათლდეთ" - უთხრა აჭარის ტელევიზიას მამა გიორგიმ. 

აქციაზე შეკრებილებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერებით: "მოვუაროთ ერს ფხიზელი გონებით", "მარიხუანის მოწევის ნებართვის დართვა ქვეყნის მტრობაა", "ნარკოტოკები - გზა ჯოჯოხეთში". 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას" - წერია სასამართლოს განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმაც დაგმო და მას "მტრობა ჩვენი ერისა" უწოდა. 

რას ნიშნავს მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება სამართლებრივად, წაიკითხეთ აქ

რამდენად უსაფრთხოა მარიხუანის მოწევა, წაიკითხეთ აქ

 

კომენტარები