აგვისტოს ომი

ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

2008 წლის აგვისტოს ომის მეათე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა პატივსაცემად, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაზე და თბილისში პარლამენტის ძველ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

დროშა დაშვებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზეც.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2018 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე, დაშვებული იქნება სახელმწიფო დროშები.

2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 10 წელი შესრულდა.

 

კომენტარები