ოკუპაცია

"ერთი ბომბი შევარდა სახლში და რაღაც კედელი დაზიანდა" - ქართული ოცნება აგვისტოს ომზე

"ერ­თი ნაღ­მტყორ­ცნი შე­ვარ­და ერთ-ერთ სახ­ლში და რა­ღაც კე­დე­ლი და­ა­ზი­ა­ნა", - ბიძინა ივანიშვილი.

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველოს მთავრობის რიტორიკა აგვისტოს ომთან დაკავშირებით რადიკალურად შეიცვალა. მმართველი პოლიტიკური გუნდისა და მთავრობის წარმომადგენლები საკუთარი განცხადებებით ომზე პასუხისმგებლობის რუსეთიდან საქართველოზე გადმოტანას ცდილობდნენ. განსაკუთრებული აქტიურობით ეს კამპანია ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის პერიოდში გამოირჩეოდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მაშინ თქვა, რომ სააკაშვილმა მიწების "გეგმიურ" დაკარგვას მიაღწია. 

ქართული ოცნება აგვისტოს ომზე

ბიძინა ივანიშვილი, 2013 წლის 12 აპრილი:

"გა­უ­მარ­თლებ­ლად მი­მაჩ­ნია, რომ სა­ჯა­რი­სო ნა­წი­ლე­ბი მზად­ყოფ­ნა­ში მო­ვი­და და და­იწ­ყეს სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი მა­ნამ, სა­ნამ რუ­სეთ­მა გად­მო­ლა­ხა საზ­ღვა­რი. გა­ურ­კვე­ვე­ლი ბან­დფორ­მი­რე­ბე­ბი ის­როდ­ნენ და ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან აბ­სო­ლუ­ტუ­რად ადეკ­ვა­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მოწ­ვე­ვა და მო­ნი­ტო­რინ­გი. ეს პრო­ცე­სი შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ამ დო­ნე­ზე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. მე ვუ­ყუ­რებ­დი ყვე­ლა სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოშ­ვე­ბას და არა­ფე­რი სას­წა­უ­ლი არ მომ­ხდა­რა. ერთ-ერ­თი ნაღ­მტყორ­ცნი შე­ვარ­და ერთ-ერთ სახ­ლში და რა­ღაც კე­დე­ლი და­ა­ზი­ა­ნა, არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი არ გარ­დაც­ვლი­ლა. საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და სოფ­ლი­დან მაქ­სი­მუმ 100 მაც­ხოვ­რებ­ლის გაყ­ვა­ნა და სა­ჯა­რი­სო შე­ნა­ერ­თე­ბის ჩა­ყე­ნე­ბა."

სალომე ზურაბიშვილი, 2014 წლის 7 აგვისტო:

"6 წელი გავიდა ..... იმ ღამეს სააკაშვილმა ცხინვალზე - ანუ თავის თანამემამულეებზე, საქართველოს მოქალაქეებზე - ცეცხლი გახსნა და რაკეტები დაუშინა .... გამოიწვია მოსალოდნელი (და წინასწარ გამოცხადებული) რუსეთის სამხედრო რეაქცია .... მიაღწია მოსალოდნელ დამარცხებას და "გეგმიურ" ტერიტორიების დაკარგვას... ჯერ კიდევ ამ დანაშაულისთვის გასამართლებული არაა ... და სანამ არ იქნება, საქართვლო სააკაშვილის (და არა ქვეყნის) დანაშაულისგან ვერ განთავისუფლდება და რუსეთს ვერ მოსთხოვს პასუხს ჩადენილ ძალადობაზე და ოკუპაციაზე!"

ირაკლი ღარიბაშვილი, 2014 წლის 14 აგვისტო:

"ფაქტია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად ამ ომის თავიდან აცილება ვერ შევძელით და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მივიღეთ დაკარგული ტერიტორიები, დაკარგული კოდორი, დაკარგული ათეულობით სოფელი შიდა ქართლში და ათასობით და ათიათასობით იძულებით გადაადგილებული დევნილი, რომლებიც ჩაასახლეს და რომლებიც დღესაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობენ. ეს არის ის მძიმე შედეგი, რაც ჩვენ მივიღეთ და დღესაც ჩვენი ქვეყანა ფეხზე ვერ დადგა სწორედ ამ ომის შემდეგ."

პაატა ზაქარეიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი, 2014 წლის 7 აგვისტო:

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის ომი აბსოლუტურად წინდაუხედავი ნაბიჯი იყო - ომში ჩაყოლა, სამწუხაროდ. ყველა ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება აღმოჩნდა პროვოკაციის მსხვერპლი, თავის ავანტურისტული პოლიტიკის გამო."

კახა კალაძე (2012 წლის საარჩევნო პერიოდში, მოსახლეობასთან შეხვედრისას)

"ზუსტად თქვენმა სააკაშვილმა დაიწყო ომი."

ზვიად კვაჭანტირაძე, ქართული ოცნების დეპუტატი, 2016 წლის 29 დეკემბერი, მიმართავს ენმ-ის ფრაქციას:

"არ დამავიწყდება, როცა 2008 წლის ომი დასრულებული არ იყო, ჩვენი ქვეყნის იმდროინდელი პრემიერმინისტრი სტამბოლში ბარებიდან ვერ გამოგვყავდა - ერთი ბარიდან მეორეში დადიოდა საქეიფოდ და სირცხვილით სად დავმალულიყავით, არ ვიცოდით."

დავით საგანელიძე, 2013 წლის 20 ნოემბერი, მიმართავს პარლამენტის ენმ-ის ფრაქციას:

"როდესაც თქვენ ეკონომიკურ წარმატებას გულისხმობთ, გაიხსენეთ, 4.5 მილიარდი რომ გადმოგვცა აშშ-მ. თქვენი უაზრო და უტვინო პოლიტიკით ეს ომი რომ დაიწყო და ამის სანაცვლოდ 4.5 მილიარდი დოლარი ქვეყანაში შემოვიდა, ამით ამაყობთ?"

ნუკრი ქანთარია, 2016 წლის 8 აგვისტოს:

"სააკაშვილი და მისი ხელისუფლების წარმომადგენლები აბსოლუტურად გაუთვლელად აყვნენ პროვოკაციას და ცხინვალის რეგიონში დაიწყეს ე.წ. კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა, რამაც რუსი ჯარისკაცების და ჩრდილო კავკასიელი ბანდების შემოჭრა გამოიწვია. დაიკარგა 100-ზე მეტი სოფელი და კოდორის ხეობა, რომელიც მანამდე ქართული მხარის მიერ კონტროლდებოდა. როგორ მოიქცა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება? - ძალიან ბევრი მათგანი ოჯახებთან ერთად წითელ ხიდთან გაიქცა და ქვეყნიდან გარბოდა."

გია ვოლსკი, 2013 წლის 4 აგვისტოს:

"სამშვიდობო პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა დასავლეთის მხარდაჭერით, რუსეთის, ნებით თუ უნებლიეთ, კონსტრუქციული მონაწილეობით, მთელ მსოფლიოსთან დაპირისპირება მას არ ძალუძდა და მას მხოლოდ ერთი შესაძლებლობა ჰქონდა სამშვიდობო პროცესი დაენგრია და განეხორციელებინა ის, რაც ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში უწერია. სამშვიდობო პროცესი დაანგრია სააკაშვილმა. მედვედევმა თქვა ასე, პუტინმა თუ სხვამ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს რეალობას, რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებული არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო დრამატული უმძიმესი შეცდომები, რომელიც სააკაშვილმა დაუშვა."

პაატა ზაქარეიშვილი, 2014 წლის 26 დეკემბერი, კითხვაზე არის თუ არა პუტინი მტერი:

"პუტინი მტერი? რას ნიშნავს? პუტინი ადამიანია და როგორ შეიძლება ადამიანი იყო მტერი. ვისი მტერი უნდა იყოს? ადამიანი ვერ იქნება სახელმწიფოს მტერი. გინდ პუტინი იყოს და ვინც გინდათ ის იყოს. სახელმწიფოს მტერი შეიძლება იყოს სახელმწიფო. აბსურდულია კითხვა."

მინდია ჯანელიძე (თავდაცვის ყოფილი მინისტრი), 2014 წლის 26 დეკემბერი:

"სამხედრო კონფლიქტმა ვიცით, რაც მოგვიტანა, ჩვენი ეროვნულ ინტერესში არ შედის სამხედრო კონფლიქტებში მონაწილეობა. კონფლიქტმა რაც მოგვიტანა, დავინახეთ - ეს არის 20%-ის ოკუპაცია და ტანკები თბილისიდან 40 კილომეტრში."

სოზარ სუბარი, 2018 წლის 4 მაისი:

"მე რომ მცოდნოდა რომ [ვარდების რევოლუციას] 2008 წლის ომი მოჰყვებოდა, მაშინ, ცხადია, ამ მოძრაობის წინააღმდეგ წავიდოდი.

კომენტარები