10 წელი აგვისტოს ომიდან

პრეზიდენტმა აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჟურნალისტები ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

2018 წლის 7 აგვისტოს, შეიარაღებული კონფლიქტიდან 10 წლის თავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ომის დროს დაღუპული ჟურნალისტები დააჯილდოვა.

2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის პერიოდში  პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ სტან სტორიმანსი [ტელეკომპანია RTL-ის ოპერატორი], გიგა ჩიხლაძე [ტელეკომპანია "ალანიას" ახალი ამბების რედაქტორი], რომელიც მუშაობდა NEWSWEEK-ის რუსული გამოცემისა და ფრანგული რადიო RFI-თვის და ალექსანდრ კლიმჩუკი ["იტარ-ტასის" ფოტორეპორტიორი]. ჯილდოები დაღუპული რეპორტიორების ოჯახის წევრებს გადაეცათ.

აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებს, მთავრობასთან, დიპლომატიურ კორპუსთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე უმასპინძლა. სასახლეში გამოიფინა ომის და მისი შედეგების ამსახველი ფოტო-მასალა.

კომენტარები