რუსული ოკუპაცია

"რთულია პრობლემა ბოლომდე აღიქვა, სანამ დანაკარგი თვალსაჩინო არ გახდება" - ვიდეო ოკუპაციაზე

Giovanni Morra

ანტისაოკუპაციო პასპორტების ჩასადების შემდეგ, აქსესუარების კომპანია Giovanni Morra-მ ოკუპაციის თემაზე ვიდეო მოამზადა.

ვიდეოში ჩანს, რომ პროდუქციას, რომლებიც მომხმარებლებმა შეიძინეს, 20% აკლია. "ჯოვანი მორაში" განმარტავენ, რომ ზოგჯერ რთულია პრობლემა ბოლომდე აღიქვა, სანამ დანაკარგი თვალსაჩინო არ გახდება.

"ომის 10 წლის თავთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, რომ მოგვეწყო აქცია და ყველასთვის კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა, რა რთულია, როდესაც შენს პირად საკუთრებას აკლია 20%", - ამბობენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მარტში Giovanni Morra-მ ახალი პასპორტის ჩასადები დაამზადა, წარწერით 20% of my country is occupied by Russia.

კომენტარები