ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა კენედის პრემიით დააჯილდოვეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში რობერტ კენედის სახელობის პრემიით დააჯილდოვეს

"ბობი კენედი ჩემი გმირი იყო. როდესაც პირველად საჯარო სამსახურში მივედი მინდოდა, რომ რაღაც უფრო დიდი ვყოფილიყავი, ვიდრე ვარ... დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი გადარჩენა სხვების გადარჩენასთან იყო დაკავშირებული ", - წერია ობამას განცხადებაში. 

აშშ-ის ექსპრეზიდენტთან ერთად კენედის პრემიით სამედიცინო სადაზღვეო კომპანია Humana-ს გენერალური დირექტორი ბრიუს ბრუსარდი, ტელეარხ Discovery -ს დირექტორი დევიდ ზასლავი და ნიუ ჯერსის გუბერნატორი ფილ მერფიც დაჯილდოვდნენ.

კომენტარები