აგვისტოს ომი

თბილისში ერთერთ ქუჩას აგვისტოს ომის გმირის შმაგი სოფრომაძის სახელი მიენიჭება

თბილისში, ისნის რაიონში ერთერთ ქუჩას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელი მიენიჭება.

თბილისის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ამჟამად საკითხი საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საჯარო განხილვისთვის არის ატვირთული, რის შემდეგაც ქუჩის სახელდებას ჯერ კომისია განიხილავს, ხოლო საბოლოოდ საკრებულოს სხდომა დაამტკიცებს. 

შმაგი სოფრომაძის სახელი ისნის რაიონში, ე.წ. „სამხედრო ქალაქში“, გიორგი ანწუხელიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ერთერთ ქუჩას მიენიჭება.

სოფრომაძე ტყვედ ჩავარდნის შემდეგ წამებით მოკლეს. მას გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.

კომენტარები