ზურა ჯაფარიძე

ზურა ჯაფარიძეს სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა

გირჩი/Girchi

გირჩის ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

საქმე 12 მაისის ღამით პარლამენტთან ბასიანის მხარდამჭერ აქციას ეხება, როდესაც ჯაფარიძე პოლიციისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. 

საია-ს იურისტი, ნონა ქურდოვანიძე სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუქზე წერს: 

"12 მაისს პარლამენტთან ზურაბ ჯაფარიძის დაკავების საქმეზე სასამართლომ დღეს დაადგინა, რომ პირდაპირ ეთერში გაკეთებული პოლიტიკური შეფასება იყო პოლიციის შეურაცხყოფა, თუმცა იმდენად მოგონილი ბრალდებაა, მოსამართლემ სანქციის გამოყენება ვერ გარისკა და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. მომავალში აღარ ქნაო". 

12 მაისს, ღამის კლუბებში, ბასიანსა და გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ პარლამენტთან აქცია გაიმართა. 

პოლიციის წარმომადგენლების თქმით, ზურა ჯაფარიძე კონკრეტულ პოლიციელებს აგინებდა, მოწმეების თქმით კი, ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, “გაა*ვან, რა. ვინ არიან მართლა, ამათი დედაც ვატირე”, თუმცა, ეს პოლიტიკური განცხადება იყო და ეხებოდა სისტემას და არ ეხებოდა რომელიმე კონკრეტულს ჯგუფს ან ადამიანს.  

კომენტარები