საუდის არაბეთი

საუდის არაბეთში კაცი ქურდობისა და მკვლელობისთვის ჯვარზე გააკრეს

http://gulfbusiness.com

საუდის არაბეთში, მუსლიმებისათვის წმინდა ქალაქ მექაში, ჩადენილი დანაშაულისთვის, ქურდობისა და მკვლელობისთვის, კაცი სიკვდილით დასჯის იშვიათი ფორმით - ჯვარზე გაკვრით დასაჯეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, ნიანმარელ ელიას აბულკალაამ ჯამალედენს ბრალად დასდეს მოქალაქის სახლში შეჭრა, ცეცხლის გახსნა და ქალის სასიკვდილოდ დაჭრა.

ის ასევე დაადანაშაულეს იარაღის ქურდობაში, კიდევ ერთი ადამიანის მოკვლისა და ქალის გაუპატიურების მცდელობაში.

სასჯელის ამ ზომას უზენაესმა სასამართლომ და მეფემაც დაუჭირა მხარი.

საუდის არაბეთში ჯვარზე გაკვრის შემდგომ სხეულს საჯარო თავშეყრის ადგილას კიდებენ.

კომენტარები