ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას ხანძარი გაუჩნდა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. რუსული მედიის ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მიზეზი სავარაუდოდ მოკლე ჩართვა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ადმინისტრაციის ორ შენობას შუა გაჩნდა და დაახლოებით 150 კვადრატულ მეტრს მოედო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა და დაშავებულები არ არიან.

მედია ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. 

კომენტარები