უბედური შემთხვევა

რუსთავში 2 წლის ბავშვი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

flickr

რუსთავში 2 წლის ბავშვი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, მცირეწლოვანი თამაშის დროს ფანჯრის რაფაზე ავიდა და შემდეგ გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები