ნუტელა

ნუტელა 60 ადამიანს ეძებს, რომლებიც პროდუქციას დააგემოვნებენ და იტალიაში იცხოვრებენ

0 კომენტარი

გჭირდებათ ახალი სამსახური და გიყვართ ნუტელა? მაშინ ეს სიახლე თქვენთვის არის.

ნუტელას მწარმოებელი კომპანია The Ferrero ვაკანსიას აცხადებს - კომპანია 60 კაცს შეარჩევს, მათი მოვალეობა კი ნუტელას დაგემოვნება და იტალიაში ცხოვრება იქნება.

ამ დრომდე პროდუქციას კომპანიაში დასაქმებული ადამიანები აგემოვნებდნენ, თუმცა წელს The Ferrero-მ გადაწყვიტა, რომ აზრი მათი პროდუქციის მყიდველებისგან გაიგონ. 

იმისთვის, რომ ამ საოცნებო სამსახურში მოხვდეთ არ უნდა იყოთ ალერგიულები, უნდა იცოდეთ კომპიუტერის გამოყენება და კარგად შეგეძლოთ გემოს აღქმა. სამსახური 30 სექტემბრიდან დაიწყება და ადამიანები ორი თვის განმავლობაში კვირაში ორი დღით იმუშავებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

იაგო კაჭკაჭიშვილი

კომენტარები